saqarTvelos mRvimeebi - moTenas mRvime

 

მღვიმე მდინარეების ტეხურისა და აბაშის წყალგამყოფზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი ბალდის მიდამოებში. ზღვის დონიდან 570 მ. გამომუშავებულია ვოცენურ შრეებრივ კირქვებში. ჯამური სიგრძე 75 მ. მღვიმიდან გამოდის წყლის ნაკადი, რომლის დებიტია 105 ლ/წმ. არის სტალაქტიტები, სტალაგმიტები და კასკადური ნაღვენთები. შუა საუკუნეებში იყენებდნენ ციხე-სიმაგრედ.